olympiad@londonschool.ge ლონდონის ინგლისური ენის სკოლა: www.londonschool.ge
სასკოლო ოლიმპიადა
SCHOOL OLYMPIAD                    
დარეგისტრირდი! დარეგისტრირდი, გადაიხადე რეგისტრაციის
ღირებულება 7.5 ლარი და მიიღე 10%
ფასდაკლება ანუ -70 ლარი Londonschool of
Tbilisi -ში ინგლისური ენის შესწავლის ერთ
დონეზე
 

 
The London School of English Tbilisi 
ოლიმპიადის ჩატარების წესი 

 

 

 

 

თავი I. ოლიმპიადის საერთო მიზანი
მუხლი1.ზოგადი დებულებები
ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ლონდონის ინგლისური ენის სკოლის ოლიმპიადების ჩატარების წესსა და პირობებს, მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.


მუხლი 2. ოლიმპიადის მიზნები
ა) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
 ბ) სასწავლო პროცესის სტიმულირება - სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება;
 გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ცენტრი უზრუნველყოფს:
 ა) ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;
 ბ) ტესტირების ადმინისტრირებას;
 გ) შედეგების მეთოდოლოგიურ და პროგრამულ ანალიზს.


თავი II. ოლიმპიადის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა
 მუხლი 3.ოლიმპიადის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
1. ოლიმპიადას ორგანიზებას უწევს The London School of English Tbilisi.
2. The London School of English Tbilisi :
ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას;
 ბ) ამ დოკუმენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად ატარებს ოლიმპიადის ტურებს;
 გ) უზრუნველყოფს ყველა ისეთი პირობის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას.


 მუხლი 4. ოლიმპიადის ჩატარების დრო
ოლიმპიადა ჩატარების თარიღები განისაზღვრება წინასწარ და ქვეყნდება ოლიმპიადის ვებ გვერდზე www.LSE.ge


 მუხლი 5. ოლიმპიადის მონაწილეები
1. ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს არასპეციალიზირებული სკოლებისათვის, არაინგლისურენოვანი, საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებისათვის. ოლიმპიადის მონაწილეები არ იზღუდებიან ეროვნების მიხედვით თუმცა აუცილებელია საუბრობდენ ქართულად (გამოცდების დროს ინსტრუქტაჟი მიმდინარეობს ქართულად). კლასის მიხედვით შეზღუდვები, თუ რომელი კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება ოლიმპიადა იხილეთ ვებ გვერდზე, ფლაერებსა და პოსტერებში.
2. The London School of English Tbilisi–ის თანამშრომლების ოჯახის წევრებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს  უფლება აქვთ The London School of English Tbilisi–ის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ცოდნის შემოწმების მიზნით. აღნიშნული პირები არ შეიძლება მოხვდენ სარეიტინგო სიებში ან საპრიზო ადგილებზე.


 მუხლი 6. ოლიმპიადის ტურები და მათი სამართლებრივი შედეგები
1.ოლიმპიადა ტარდება სამ ეტაპად;
2. ოლიმპიადის ჩატარების თარიღები, საათები და ადგილი ქვეყნდება ვებ გვერდზე www.LSE.ge


 მუხლი 7. ოლიმპიადის ჩატარების ფორმა
1. ოლიმპიადა ტარდება ტესტის მეშვეობით, რომლის კონფიდენციალობა დაცულია სრულად ოლიმპიადის მიმდინარეობის განმავლობაში და მხოლოდ უშუალოდ მონაწილეებს გადაეცემათ ტესტის დაწყების წინ.
 2. ოლიმპიადის მონაწილის ტესტური ნაშრომი ტესტის გამსწორებელს წარედგინება დაშიფრული ინდივიდუალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალობას.
 3. ტესტირება შერჩეულ ქალაქებში ტარდება ერთდროულად.


მუხლი 8. ოლიმპიადის შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
ყოველი ოლიმპიადის წინ The London School of English Tbilisi ვებ გვერდზე აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას უახლოესი ოლიმპიადის შესახებ:
1. რომელ საგანში ტარდება ოლიმპიადა
2. რომელ კლასებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში
3. პრიზების ჩამონათვალს კლასებისა და საპრიზო ადგილების მიხედვით
4. რეგისტრაციის ვადებს, ჩატარების თარიღებს და დროს
5. გადასახადის ოდენობას ტურების მიხედვით
6. გამსვლელ ქულებს ტურების მიხედვით
7. ტესტირებისათვის გამოყოფილ დროს
8. ოლიმპიადის ჩატარების ადგილს

თავი III. ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება
 მუხლი 9. ტესტების მომზადება
1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებსა და შესაბამისი შეფასების სქემებს შეიმუშავებს The London School of English Tbilisi.
2. ოლიმპიადის თითოეული ეტაპისთვის კონკრეტული კლასების შესაბამისად შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი.


 მუხლი 10.რეგისტრაცია
1.ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ The London School Of English Tbilisi-ის ვებ გვერდზე www.LSE.ge
2.რეგისტრაციის ვადები ქვეყნდება ვებ გვერდზე
3. პირველი და მეორე ეტაპი ფასიანია. მონაწილეობის საფასური გამოქვეყნდება ვებ გვერდზე.
4. მესამე ეტაპი უფასოა.
5. მონაწილეობის საფასური შესაძლებელია განსხვავდებოდეს ოლიმპიადების მიხედვით.
6.ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმით (საკრედიტო ბარათით), ისე ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი ჩარიცხვის ნოვას აპარატების „Pay box“ მეშვეობით


 მუხლი 11. მონაცემთა ბაზა
ოლიმპიადის ჩატარების მიზნით The London School of English ქმნის ოლიმპიადაში მონაწილეების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.


მუხლი 12. მონაცემთა შენახვა
1. ლონდონის ინგლისური ენის სკოლა აგროვებს და ინახავს ინფორმაციას ოლიმპიადის მონაწილეთა შესახებ. მათ შორის პერსონალურ ინფორმაციას.
2. ლონდონის ინგლისური ენის სკოლამ შესაძლებელია რეგისტრაციის დროს მოპოვებული საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს სხვადასხვა სახის რეკლამისა და ინფორმაციის მისაწოდებლათ
3. მონაცემები მოსწავლეთა შესახებ, ტესტები და სხვა ოლიმპიადასთან დაკავშირებული ინფორმაცია ინახება ოლიმპიადის დასრულებამდე. ოლიმპიადის დასასრულად ითვლება დაჯილდოვების ცერემონიალი. ამ პერიოდის შემდგომ ლონდონის ინგლისური ენის სკოლას უფლება აქვს გაანადგუროს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია.

თავი IV. ოლიმპიადის ტურები და ჩატარების ფორმა
 მუხლი 13. ოლიმპიადის ტურის ჩატარების დრო
ოლიმპიადის ტურები ტარდება განრიგის შესაბამისად. The London School of English Tbilisi უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში ოლიმპიადამდე 5დღით ადრე შეცვალოს ოლიმპიადის ჩატარების განრიგი. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ გვერდზე www.LSE.ge


 მუხლი 14.ოლიმპიადის პირველი ტური
1. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მონაწილეს, რომელმაც დროულად, სარეგისტრაციო ვადის დასრულებამდე გადაიხადა ოლიმპიადაზე რეგისტრაციის საფასური.
2. გასწორების პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 დღისა The London School of English Tbilisi უზრუნველყოფს პირველი ტურის შედეგების განთავსებას ოლიმპიადის ვებ გვერდზე www.LSE.ge მოსწავლის პროფილში


 მუხლი 15. ოლიმპიადის მეორე ტური
1. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის მონაწილეს, რომელმაც გადალახა გამსვლელი ქულა და დროულად გადაიხადა ოლიმპიადის მეორე ტურის ღირებულება.
 2. ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგებს The London School of English Tbilisi გამოაქვეყნებს ვებგვერდზე www.LSE.ge მოსწავლის პროფილში

 მუხლი 16. ოლიმპიადის მესამე ტური.
1. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში გადალახა გამსვლელი ქულა
3. ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგების შესაბამისად კონკრეტული კლასის/კლასების მიხედვით დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია.
 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიას The London School of English Tbilisi გამოაქვეყნებს ვებგვერდზე www.LSE.ge

თავი IV. ტესტირება
 მუხლი 17.ტესტირების მიმდინარეობა
1.ტესტირებისთვის წინასწარ განისაზღვრება შენობები, როგორც თბილისში, ასევე დანარჩენ ქალაქებში.
2. ტესტირების ჩატარების ადგილი წინასწარ არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა ვებ გვერდის www.LSE.ge საშუალებით ეცნობებათ მონაწილეებს.
 3. ოლიმპიადის მონაწილემ ტესტირებამდე უნდა გაიაროს საგამოცდო რეგისტრაცია. რეგისტრაცია იწყება ტესტირებამდე ნახევარი საათით ადრე.
 4. რეგისტრაციის შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე დაიკავებს ადგილს მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
 5. ტესტირების დაწყებამდე ოლიმპიადის მონაწილეს გააცნობენ ტესტირების ჩატარებისა და ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენების წესებს, მის უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება ტესტირებისთვის გამოყოფილი დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ოლიმპიადის მონაწილეებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.
 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირებისთვის გამოყოფილ დროს, ადგენს The London School of English Tbilisi


 მუხლი 18. ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები.
1.ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე. რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ოლიმპიადის მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება;
 ბ)შეასრულოს გათვალისწინებული ვალდებულებანი და მეთვალყურის ცალკეული მითითებანი;
 გ) თან იქონიოს ფანქარი ან საწერი კალამი.
დ) ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია გაფერადებით მონიშნოს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. რამოდენიმე პასუხის მონიშვნის ან სხვადასხვა პასუხზე სხვადასხვა სიმბოლოს დასმის შემთხვევაში პასუხი ჩაითვლება ბათილად.
ე) ფანქრით მუშაობისას მოსწავლეს უფლება აქვს წაშალოს არასწორედ გაფერადებული პასუხი და გააფერადოს მისთვის სასურველი სხვა პასუხი. პასტით მუშაობისას დაშვებული შეცდომების შემთხვევაში ტესტის ფურცელი არ გამოიცვლება.
2.ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრო აპარატურის ქონა;
 ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
 გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის (ასევე რაიმე ფორმით ხელის შეშლა);
 დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის დროს ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
 4. ტესტირების დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია, ტესტურ დავალებათა რვეულის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი.


 მუხლი 19. ტესტირების პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა
1. ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) პირები, რომელთაც აქვთ LSE (The London School of English Tbilisi) -ს მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;
 ბ) მეთვალყურე;
 გ) ადმინისტრატორი;
 დ) რეგისტრატორი;
 ე) პასუხისმგებელი პირი;
 ვ) საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი
ზ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
 მუხლი 20.ოლიმპიადასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა
1.ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შედეგის გამო წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომერის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.
 2. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს LSE (The London School of English Tbilisi) -ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე olympiad@londonschool.ge
 3. ოლიმპიადის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება LSE (The London School of English Tbilisi) -ს საპრეტენზიო კომისიის მიერ.
 4. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში.
 5.საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი.
თავიVI.ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოვება


 მუხლი 21.ოლიმპიადის მონაწილეთა დაჯილდოვება
პრიზების ჩამონათვალი კონკრეტული ოლიმპიადისათვის იხილეთ ვებ გვერდზე www.LSE.ge ასევე ოლიმპიადის ბეჭდურ მასალებში
 კ)ყველა კლასიდან ბოლო ადგილზე გასულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ ინგლისური ენის ერთი ეტაპი The London School of English Tbilisi-ს საზაფხულო სკოლაში;
ლ) რეგიონების მაშტაბით თითოეული დონის გამარჯვებულს გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები (თუ ამ მოსწავლემ არ დაიკავა სხვა საპრიზო ადგილი ქვეყნის მაშტაბით და შესაბამისად არ მიიღო სხვა პრიზი)
 მ)მასწავლებელი, რომელსაც ეყოლება ყველაზე მეტი გამარჯვებული მოსწავლე, ან ყველაზე მეტი რეგისტრირებული მოსწავლე შესაძლებელია დაჯილდოვდენ გარკვეული ფასიანი პროზებით
 ნ)გამარჯვებული მონაწილეების სკოლები მიიღებენ The London School of English-ის სიგელს.

თავი V. ოლიმპიადის გამარჯვებული
მუხლი  22.  გამარჯვებულის გამოვლენა
1. ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდება ფინალური ტესტირების საუკეთესო შედეგის მიხედვით
2. თუ ოლიმპიადის ფინალურ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა რამოდენიმე მოსწავლემ გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება ამ მოსწავლის მეორე ტურის შედეგები
3. თუ ოლიმპიადის ფინალურ და მეორე ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა რამოდენიმე მოსწავლემ, გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება პირველი ტურის შედეგები.
4. თუ ოლიმპიადის ფინალურ, მეორე და პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა რამოდენიმე მოსწავლემ, მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ტური ან დადგინდეს საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენი სხვა მეთოდი
5. ოლიმპიადის გამარჯვებულების სია ქვეყნდება ვებგვერდზე www.LSE.ge
6. ოლიმპიადის გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემის ადგილსა და დროს ადგენს კომპანიის მენეჯმენტი რომლის შესახებაც ცალკე შეტყობინებით ეცნობებათ საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს.


თავი VI. გარდამავალი დებულება
მუხლი  23.  ფორსმაჟორი
ფორსმაჟორის შემთხვევაში, როდესაც ობიექტური გარემოებების არსებობა საფრთხეს უქმნის ოლიმპიადის ამ წესების თანახმად გამართულად და წარმატებით ჩატარებას, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას გარკვეული კორექტივები შეიტანოს ოლიმპიადის მსვლელობის პროცესში, როგორც ოლიმპიადის გამართვის ლოკაციის ადგილებთან მიმართებაში, ასევე გამსვლელი ქულის კორექტირების მხრივ (გამსვლელ ქულათა რაოდენობა შესაძლოა დაწეულ იქნეს, მაგრამ ზედა კორექტირება დაუშვებელია). ამასთანავე ამ წესებში შესაძლოა შეტანილ იქნეს სხვა სახის ცვლილებებიც, რომელთა აუცილებლობა განპირობებული უნდა იყოს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებისა და ხარისხის მოტივაციით.

პრიზები გამარჯვებულთათვის
მიმდინარე ოლიმპიადები
მათემატიკის საგაზაფხულო ოლიმპიადა
რეგისტრაცია: 19 თებერვალი - 24 მარტი. პირველი ტური 30 მარტი მეორე ტური 13 აპრილი ფინალი 27 აპრილი
ინგლისურის ენის საგაზაფხულო ოლიმპიადა
რეგისტრაცია: 5 მაისამდე. პირველი ტური 11 მაისი მეორე ტური 25 მაისი ფინალი 1 ივნისი
ქართული ენის საგაზაფხულო ოლიმპიადა
დაგვალაიქე და პირველმა მიიღე განახლებული ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ